fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ემიგრანტებს სესხის აღებას უკრძალავს

ეროვნული ბანკი ემიგრანტებს და ემიგრანტების ოჯახებს შეზღუდვებს უწესებს და ხელს უშლის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში

ეროვნული ბანკის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების მიხედვით ემიგრანტები და ემიგრანტების ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ. მაქსიმალური თანხა რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი 2000 ლარია.

არაოფიციალური მონაცემებით საზღვარგარეთ დაახლოებით საქართველოს 1 700 000 მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში მყოფ ათასობით ოჯახს ეხმარებიან.

მთავრობა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და სამშობლოში ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას ჰპირდება, თუმცა აღნიშნული ცვლილებებით ფაქტობრივად ართმევდეს შანს თავადაც იზრუნოს საკუთარ მომავალზე და გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. იპოთეკური სესხების აღებით ემიგრანტები იცვლის ან არემონტებს საცხოვრებელს, იწყებენ ბიზნესს და ცდილობენ მიაღწიონ ცხოვრებისეულ წინსვლას.

ფულადი გზავნილები 2017 წელს საქართველოს მშპ-ს 9%-ს შეადგენა. ამ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა დიდწილად ემიგრანტების შრომაზე და მათ მიერ გადმორიცხულ თანხებზეა დამოკიდებული ემიგრანტებისთვის შეზღუდვების დაწესება და მათთვის მომავალში ცხოვრების გაუმჯობესებაში ხელის შეშლა მსუბუქად რომ ვთქათ დიდი უსამართლობაა.

ემიგრანტები უცხოურ ბანკებში სესხებს ვერ იღებენ და ამ ცვლილებით საერთოდ ვეღარ შეძლებენ ვერანაირი სესხის აღებას, იქნებიან მხოლოდ ხელფასზე დამოკიდებული.

ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეების წყალობით ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. 2017 წელს გზავნილის სახით საქართველოში 1,379,462,525.66 $ ჩაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 19.83%-ით მეტია. რაც დადებითად აისახება ლარის კურსზე.

ეროვნული ბანკიც არ უარყოფს, რომ ფულადი გზავნილების ზრდა ლარის კურსზე დადებითი გავლენის მქონე ტენდენციაა. (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2016 წელს განცხადებაში ფულადი გზავნილების ზრდას ლარის კურსზე დადებითი ტენდენციის მქონე ფაქტორად ასახელებდა https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/analytical_reports/2018/current_macroeconomic_review_geo.pdf) ემიგრანტების გამოგზავნილი თანხა ქვეყანას სჭირდება, ემიგრანტებისთვის არანაირი ხელშეწყობა არ ხდება და პირიქით ეს კანონი ხელისშეშლაა ემიგრანტებისთვის ელემენტარული ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.