fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა ქ. ათენის მერთან გეორგიოს კამინისთან

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა ქ. ათენის მერთან გეორგიოს კამინისთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში, მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე დაისვა, 1997 წლის 16 სექტემბერს ქ. ათენში, ათენისა და თბილისის მერებს შორის ხელმოწერილი „მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმის“ რევიტალიზაციის საკითხი. ათენის მერმა დაადასტურა მზადყოფნა, თბილისისა და ათენის მუნიციპალიტეტებს შორის ახალი ქმედითი შეთანხმების ტექსტის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა თბილისსა და ათენს შორის სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, აქცენტით ბიზნესის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებზე. ბერძნულმა მხარემ აქვე შემოგვთავაზა სამომავლო თანამშრომლობის წარმართვა „100 resilience cities” ქსელის ფარგლებში, რომლის წევრებიც არიან ათენი და თბილისი. საუბარი ასევე შეეხო ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

onalem

ტესტ