fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაქართველო

საქართველოს 10,000 მოქალაქე, რომელთაც უვიზო რეჟიმი დაარღვიეს

წინასწარი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 28 მარტს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, კანონი საქართველოს 10, 000-მა მოქალაქემ დაარღვია და ისინი სამშობლოში აღარ დაბრუნებულან.

2 ნოემბრის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ შენგენის ზონაში უკანონოდ მყოფი ქართველების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. კანონდამრღვევ პირებად ითვლებიან მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში 90 დღის შემდეგ არ დაბრუნდნენ. ამ პერიოდის მანძილზე უვიზო რეჟიმით სულ საქართველოს 160, 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ქართველები, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის წესები დაარღვიეს, ძირითადად გაემგზავრნენ გერმანიაში – 3,008, საბერძნეთში – 2, 926, პოლონეთში – 1, 249, იტალიაში – 1, 197 და ასევე ბულგარეთსა და პორტუგალიაში.

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას არ გამოთქვამს აღნიშნულ რიცხვთან დაკავშირებით, თუმცა იგეგმება კამპანია, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მიეწოდება მეტი ინფორმაცია რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ. ასევე უზრუნველყოფენ საკითხს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მუშაობის უფლება.

onalem

ტესტ