fbpx
საქართველო

საქართველო ყველაზე “უსაფრთხო” ქვეყნების სიაში შევა

ევროკავშირის ქვეყნებთან ჩატარდება მოლაპარაკებები, რათა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ეს ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას. აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააკეთა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გერმანიას, რომელმაც გასულ წელს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვა.

თუმცა, თამარ ხულორდავას განცხადებით, მოლაპარაკებები უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესასვლელად გერმანიასთან ერთად, სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით განხორციელდება.

“თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

“ახლახანს მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთნ შეხვედრა, მე როგორც შს მინიტრმა დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ, ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ“, – განაცხადა გერმანიის შს მინიტრმა.

“გერმანულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება ითანამშრომლოს საქართველოსთან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ცალკეულ ინიციატივებს ამ მიმართულებით. საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული პროგრესის გათვალისწინებით აღინიშნა გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის მნიშვნელობა, გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ იგი აქტიურად განიხილავს ამ წინადადებას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში ეფექტურ თანამშრომლობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

onalem

ტესტ