საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება

2017 წლის 10 ნოემბერს ქ. ათენში, “მიხალის კაკოიანისის ფონდში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება. ნაჩვენები იქნა გ. მგელაძის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი “ჰელადოსი“ (ბერძნული სუბტიტრებით) და წაკითხულ იქნა საინტერესო მოხსენებები ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის საქართველოში მოგზაურობების შესახებ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ტერენს სპენსერ ნიკოლაოს ქუიქი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი რატი ბრეგაძე მიესალმნენ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელიც წარმოდგენილი იყო საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის და აკადემიური წრეების, აგრეთვე, საბერძნეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ქ. ათენში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახით. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე მიღება.