საოკუპაციო ძალებმა კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს ე.წ. საზღვარი

xi

მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. როგორც ცნობილია, საოკუპაციო ძალებმა გუშინ კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს ე.წ. საზღვარი.

თინა ხიდაშელის განმარტებით, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ყველა პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ექმნება ადგილზე, მოგვარდეს სწრაფად და ეფექტურად.

„რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს. ეს ტერიტორიები ცნობილია. სამწუხაროდ 2008 წელს შეიქმნა ეს რეალობა,  ოკუპაციამ მიიღო გაცილებთ უფრო დიდი მასშტაბი,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

rustavi2.com