საოცარი პროექტი – ”საბერძნეთს აქვს სული”

შთამბეჭდავი პროექტი და სუნთქვისშემკვრელი წარმოდგენები. ექსტრემალური ცეკვა კატერინა სოლდატუს შესრულებით, აკრობატული ელემენტებით.

ივნისში სოლდატუმ ცეკვა ხალკიდას ხიდზე შეასრულა, ზღვიდან 35 მეტრზე.

ექსტრემალური წარმოდგენები სოლდატუს პროექტის ”საბერძნეთს აქვს სული” ნაწილია. მისი მიზანი საბერძნეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის ამაღლებაა, ხელოვნების ელემენტების დახმარებით.

პროექტის ფარგლებში კატერინამ ცეკვა შეასრულა კუნძულ სანტორინზე, მეტეორას 250 მეტრის სიმაღლის კლდეზე და კორინთის არხის ტერიტორიაზე.