fbpx
საბერძნეთი

სანტორინის საავადმყოფოში უცხოელებისა და ბერძნებისთვის განსხვავებული ფასებია

სანტორინზე მდებარე საჯარო საავადმყოფოს სხვადასხვა ანალიზებსა და მკურნალობაზე განსხვავებული ფასები აქვს იმისდა მიხედვით, პაციენტი უცხოეთის მოქალაქეა თუ საბერძნეთის.

აღნიშნული ფასები ასევე ცვალებადია იმის მიხედვით, ქვეყნის რომელი ნაწილიდან არის ადამიანი, რომელსაც აქ მკურნალობა სურს.

საჯარო საავადმყოფოს მოხელეთა ფედერაციის (POEDIN) მიხედვით, ფასები, რომლებიც კუნძულზე მდებარე ამ საავადმყოფოშია, ყველა შემთხვევაში გადაჭარბებულია.

ბერძენი დაუზღევევლი პაციენტისთვის აქ გადასახადი 180 ევროს უდრიდა, თუმცა, მთავრობამ აღნიშნული გადასახადი გააუქმა და დაუზღვეველი ბერძნები უფასოდ მკურნალობენ.

რაც შეეხება უცხოელებს, მაგალითად მოქალაქეს ბულგარეთიდან, იდაყვზე რენტგენის გადაღება 50 ევრო დაუჯდა, თაბაშირის დადება 150 ევრო, გამოვკლევა კი 40 ევრო, სულ კი 240 ევრო.

თუმცა, ფედერაციის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაუზღვეველ ბერძნებს უწევდათ ბევრად მეტის გადახდა, ვიდრე უცხოელებს. სისხლის ზოგადი ანალიზი უცხოელისთვის 10 ევრო ღირდა, ხოლო ბერძენისთვის 20 ევრო. თუმცა, სხვა ყველა ბერძნულ საავადმყოფოში იგივე ანალიზის ფასი მხოლოდ 2,88 ევროა.

რენტგენი სანტორინის საავადმყოფოში 20-დან 50 ევრომდე ღირს, მაშინ, როცა საბერძნეთის მასშტაბით იგივე პროცედურის ფასი მხოლოდ 4,30 ევროა, განურჩევლად ეროვნებისა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ საავადმყოფოებს. იგივე სიტუაციაა ბარებსა და რესტორნებში, ათენშიც კი. აქ ფასები არის ბერძნებისთვის ბერძნულ ენაზე, ხოლო უცხოელებისთვის ინგლისურ ენაზე, რომელიც ბერძნულ მენიუსთან შედარებით ბევრად მაღალია.

onalem

ტესტ