fbpx
საბერძნეთი

სანტორინის მერი: ”მოგმართავთ თხოვნით, შეიფაროთ მასწავლებლები!”

კიკლადების კუნძულებზე სათადარიგო მასწავლებლებისთვის არამდგრადი საარსებო პირობებია. მათი საცხოვრებლის ღირებულება კუნძულ სანტორინზე 750 ევროა, ხოლო რეთიმნოში 400 ევრო, მაშინ, როცა მათი ხელფასი თვეში 700 ევროა.

სწორედ ამიტომ სანტორინის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მასწავლებლები აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე, სახლებში შეიფარონ. პრობლემა მას შემდეგ გაცხადდა, რაც რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელმა ღამე ქუჩაში და პლაჟებზე გაათია, რადგან ერთ ოთახში 750 ევროს გადახდა არ შეეძლოთ.

”ჩვენ მუდმივად ვეძებთ საცხოვრებელს. გვაქვს შეხვედრები, რათა საკითხი მოგვარდეს. თუმცა, ამჟამად გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას მივმართავ, შეიფარონ მასწავლებლები!” აცხადებს მერი.

იგივე პრობლემა არსებობს რეთიმნოში. როგორ შეუძლია სათადარიგო მასწავლებელს გადაიხადოს 400 ევრო ბინაში, როცა მისი შემოსავალი მხოლოდ 700-800 ევროა?!

onalem

ტესტ