fbpx
საბერძნეთი

სანტორინი – კუნძული, სადაც ტურისტები არ უყვართ

ბრიტანულმა გაზეთმა ”Independent” შეადგინა იმ ადგილების სია, სადაც ტურისტები ყველაზე მეტად ”სძულთ.” ამ სიაში დიდი რეიტინგი აქვს ვენეციას, რომელიც თავისი არასტუმართმოყვარე ტრადიციებით გამოირჩევა.

ამ სიაშია ტაილანდი, სადაც ტურისტებსთვის მარჯნის რიფებთან დაკავშირებით უმარავი აკრძალვაა დაწესებული. მათ არ შეუძლიათ რიფები წაიღონ და შეინახონ.

აღსანიშნავია ბუტანი, რომელსაც დაწესებული აქვს ტურისტების რაოდენობის გარკვეული ლიმიტი. მაგალითად ტურისტებს უწევთ გადაიხადონ დღეში £ 190 ვიზისთვის და ა.შ.

შემდეგ მოდის ბარსელონა (ესპანეთი), სადაც ხელისუფლებას, ისევე როგორც ვენეციაში, არ სურს საკუთარი ქალაქი ”იაფი სუვენირების ქალაქად” იქცეს.

რაც შეეხება ამსტერდამს, აქ საქმე ხარისხთან გვაქვს. მათ სურთ, რომ გაიზარდოს არა ტურისტთა რაოდენობა, არამედ გაკონტროლდეს, თუ ვინ არიან ისინი.

იაპონიაში ამოწმებენ აქვს თუ არა სვირინგი ტურისტს. ასეთი ტურისტების შეშვება შეზღუდულია.

და ბოლოს, ამ ადგილების სიაში, სადაც არ უყვართ ტურისტები, მოხვდა საბერძნეთის კუნძული სანტორინიც, თუმცა კონკრეტულ მიზეზებს ბრიტანული გამოცემა არ ასახელებს.

onalem

ტესტ