fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

სამხრეთ საბერძნეთი: ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარება

სამხრეთ საბერძნეთში, მანის ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა უკვე რამდენიმე სახლი და მანქანა გაანადგურა. დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ ვრცელდება.

არსებული მონაცემებით, ალმა სახლები გაანადგურა შემდეგ სოფლებში: კატო კოტრონა, პარაზირო, სკუტარი და დროსოპიგი.

ამ წუთებში, არსებობს მინიმუმ სამი ადგილი, სადაც ცეცხლი კონტროლს არ ექვემდებარება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო, რის შედეგადაც, ალი დიდ ფართობს მოედო. ფაქტია, რომ 40 გრადუსზე მაღალმა ტემპერატურამ, რომელიც საბერძნეთში 4 დღე გაგრძელდა, თავისი საქმე გააკეთა.

ადგილზე 33 ბრიგადა და 66 მაშველი მუშაობდა, რომელთაც ვერტმფრენი და თვითმფრინავი ეხმარებოდა, საიდანაც წყლის ჩაღვრა ხდება.

onalem

ტესტ