სამი ბერძნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტთა შორის

სამი ბერძნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტთა შორის მოხვდა. ამ სიაში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე სტენფორდის უნივერსიტეტია, როგორც ეს გასულ წელს იყო.

საუკეთესოთა შორის ძირითადად ამერიკის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებია. რაც შეეხება, საბერძნეთის უნივერსიტეტებს, ათენის ეროვნული კაპოდისტრიის უნივერსიტეტი 301-ე ადგილს იკავებს.

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი ამ სიაში 401-ე პოზიციაზეა, ხოლო ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი მე-500 ადგილს იკავებს.

უნივერსიტეტების პოზიციები განისაზღვრება სწავლების დონით, განათლების ხარისხით, სტუნდენტების წარმატებებით, ნობელის და სხვა პრემიათა რაოდენობით, მასწავლებელთა კვალიფიკაციით (საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო კვლევები, სტატიები და ა.შ.).