სამედიცინო ხარჯების 36% საბერძნეთის მოსახლეობის ჯიბიდან იფარება

Deloitte-s კვლევის მიხედვით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საბერძნეთში იმ თანხის ოდენობა, რასაც ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვს იხდის, ძალიან დიდია.

ქვეყანაში ჯანდაცვის საერთო წლიური ხარჯების 35,5%-ს პაციენტი ფარავს, 59,1%-ს სოციალური ფონდები, 3,7%-ს კი კერძო დაზღვევა.

კვლევის მიხედვით, 2009 წლიდან 2015 წლამდე ჯანდაცვის სფეროში გაღებული ხარჯები 40%-ით შემცირდა.

საბერძნეთისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობას საკუთარი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ 9,5%-ის გადახდა უწევს, საფრანგეთში 6,7%, ხოლო იტალიაში 21,7%.