fbpx
ემიგრაციული სიახლეები

სალონიკში მოკლული დიანა ბერიძის მეუღლე: “ბოლოს და ბოლოს ექიმმა ხმა ამოიღოს, რომ ვიცოდეთ, რა ვუთხრათ ბავშვებს”

სალონიკში ანგიოქირურგის მიერ მოკლული ემიგრანტის მეუღლე Protothema.gr-ს ესაუბრა: “დიანა ჩემი გულშემატკივარი, მეუღლე და ჩემი შვილების დედა იყო. აქაური საზოგადოება მასზე მხოლოდ კარგს საუბრობდა და ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა საუკეთესოს გეტყვით მასზე.”

ბერძენი ქმარი მოითხოვს, რომ ექიმი ალაპარაკდეს, რომ იცოდეს, რა უთხრას საკუთარ 3 შვილს, რომელთაც ასე უცებ დაკარგეს დედა.
“ჩვენ ველით, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მხოლოდ მკვლელ ექიმს შეუძლია, თქვას, თუ რა მოხდა. ხმა ამოიღოს, რათა ვიცოდე, რა ვუთხრა ჩემს შვილებს.”

როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ოჯახი ფეხზე დადგომას ცდილობს. მათთვის მთავარი ბავშვების მომავალია. ის ამბობს, რომ მას დიანასთან მხოლოდ ერთი, 8 წლის სოტირია ჰყავს, დანარჩენი ორი კი დიანას წინა ქორწინებიდან ჰყავს, თუმცა, მას არასოდეს არცერთი გაურჩევია ერთმანეთისგან და თითოეულს საკუთარი შვილივით ექცევა.

“ჩვენ ფეხზე დავდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვები კარგად იყვნენ და ეს დარტყმა გადაიტანონ. მათ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ. ყველანაირად ვცდილობთ ფეხზე დავდგეთ.”

მომდევნო რამდენიმე საათში ოჯახი გარდაცვლილის ცხედარს მიიღებს და გადაწყდება, თუ სად დაკრძალავენ მას.

წყარო: protothema.gr

onalem

ტესტ