თესალონიკი – შეპყრობილია ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ქართველი

დღეს დილით, საბერძნეთის ქ. კავალას ერთ–ერთ სოფელში დაპატიმრებული იქნა 35 წლის საქართველოს მოქალაქეობის მქონე მამაკაცი, 40 წლის კანადელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით.

მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გადაცემულია პროკურატურაში.

დაზარებული ქალბატონის და მოწმეების დაკითხვის თანახმად, 35 წლის მამაკაცი 40 წლის კანადის მოქალაქე ქალბატონთან ერთად, რომელსაც მანამდე იცნობდა, ღამის ბარში იმყოფებოდა და ხმამაღალი შელაპარაკების შემდეგ, ჩასვა ის საკუთარ ავტომანქანაში, გაიყვანა უკაცრიელ ადგილას და გააუპატიურა იქ.
–––––––––––––
წყარო