fbpx
საქართველო

სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის – “პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულისსახელობის ცენტრის – „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.

 მან ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას.

„ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმ დარგში, სადაც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ვფიქრობ, რომ სარეაბილიტაციოცენტრი ასევე საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია რეგიონებშიც.

„მე ვიქნები მთლიანად ჩართული, რათა საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი მხარდაჭერაარის ევროპულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ეს ოჯახები“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

onalem

ტესტ