fbpx
საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: “ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია”

“ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია”, –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალასაქართველოს პირველი პრეზიდენტი.

“ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არცერთ ქვეყანაში, არცერთდროს და არცერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვიძახდი:

“არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება და ამ აზრზე ვარ სულ, ბოოლოს და ბოლოს ვარ არა მხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე ევროპელი ვარ, ეს ჩემშია, ამიტომ მე შეიძლებამხოლოდ პატივისცემით მივმართო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, დავასრულებინო, ჩემს კომპეტენციაში არ იქნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ გამოძიება, გუშინდელ ჩემს გამოსვლას გამოეხმაურა ოჯახი, რომ დრო იწურება, 25 წლიანი ვადა არის, სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადება მოხდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

onalem

ტესტ