fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სალამინა: 7 წლის გოგონას საზარელი ამბავი, რომელმაც მთელი კუნძული შეძრა

სალამინას კუნძულზე, ერთ-ერთ ოჯახში, დრამატული ამბავი მაშინ გასკდა, როდესაც 7 წლის გოგონას სისხლდენა დაეწყო. ამ ფაქტმა ბავშვის დედა შეაშფოთა და მცირეწლოვანი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივ საავადმყოფოში პედიატრმა განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, სწორედ ამიტომ მან ქალს ურჩია, ბავშვი ათენის საავადმყოფოში გადაეყვანათ.

მას შემდეგ გოგონა ათენის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების დასკვნა ასეთია: ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ამასთანავე მას გენიტალიებზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

ამბის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და გაირკვა, რომ მოძალადე მისი საკუთარი მამაა. ამჟამად ხელისუფლება ცდილობს გამოიძიოს, იყო ეს მხოლოდ ერთხელ ჩადენილი დანაშაული თუ მამაკაცმა შვილზე მრავალჯერ იძალადა.

მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გოგონას დედა.

onalem

ტესტ