დღეს ქორწილია! საკი & კატია ეკლესიის კიბეებზე ადიან. ნახეთ სურათები

კატიამ ზიგულიმ მისი ფავორიტი დიზაინერის, სილია კრითარიოტის საქორწილო კაბა ჩაიცვა და თავის ოთხ შვილთან არა მარტო ამ დღეს აღნიშნავს, არამედ მის დაბადების დღესაც, რადგან, წყვილმა გადაწყვიტა, რომ მათი ქორწილი კატიას დაბადების დღეს დაემთხვეს.

მოსაწვევ ბარათებზე რომლებიც წყვილმა მეგობრებს გაუგზავნეს წერია რომ უმჯობესია თანხა რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი საჩუქრის სახით, ჩაირიცხოს არასამთავრობო ორგანიზაციაში “ორამა ელპიდას”.

საკიმ რამოდენიმე თვის წინ ასევე თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში:

გადავწყვიტეთ რომ ეხლა დავიწეროთ ჯვარი, რადგან მიგვაჩნია რომ ჩვენი შვილების ცხოვრების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. დიახ, ჩვენ უკვე დავიწყეთ საქორწინო სამზადისი და ეს ამ ზაფხულს მოხდება. ბავშვებს ჯერ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული რომ ჩვენ ოფიციალურად ცოლქმარი ვიქნებით.

თუმცა, მგონი რომ პატარა ანასტასია გამონაკლისია, რადგან ის სულ ისმენს ჩვენს ლაპარაკს სახლში და ძალიან უნდა მისი ლამაზი კაბის ჩაცმა ამ დღეს.

.
. . . . .