საკის რუვას პროვოკაციული ცეკვა ბერძენ ქალთან სცენაზე – Georgians.gr

საკის რუვას პროვოკაციული ცეკვა ბერძენ ქალთან სცენაზე

შაბათს ღამით ერთ-ერთი კლუბის, “Estate”-ის სცენაზე საკის რუვას წარმოდგენა ჰქონდა. ის, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი სიმღერებით წარსდგა, თუმცა, მის გამოსვლას მოგვიანებით დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ბერძენმა ვარსკვლავმა ყველა გააოგნა, როდესაც სცენაზე რულა სტამატოპულუ აიყვანა და მას, შესაძლოა ითქვას, ზედმეტად ვნებიანად ეცეკვა. სტამატოპულუ ცნობილი მაკიაჟის სპეციალისტია, რომელიც უამრავ მომღერალთან, წამყვანთან თუ მსახიობთან თანამშრომლობს.

ცხადია, ამ “უნიკალური” კადრების დაფიქსირება არ გამორჩენიათ და შემდეგ ქალმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა, წარწერით: “ცხადია, მას გიჟივით ვუნდივარ.”

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამ ყველაფერს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. არის თუ არა ეს ეჭვიანობის მიზეზი კატია ზიგულისთვის?!

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ შუაში:

melano

ტესტ