საკის რუვას ბანკის ანგარიშები დაებლოკა – რას ედავება მას სასამართლო?!

ათენის სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ცნობილ ბერძენ მომღერალს, საკის რუვას, ბანკის ანგარიშები დაებლოკა.

კერძოდ, ერთ-ერთი სარეკლამო კომპანია PROGRESSIVE, რომელთანაც საკის რუვა თანამშრომლობდა, მას სასამართლოში უჩივის.

კომპანიასა და ვარსკვლავს შორის თანამშრომლობა 10 წელი გრძელდებოდა, 2017 წლის ოქტომბრამდე. თუმცა, მათი ურთიერთობა რუვას წინააღმდეგ ორი სარჩელით დასრულდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუვამ საბოლოოდ კომპანიას კუთვნილი თანხა არ გადაუხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კი მომღერლის საბანკო ანგარიშები ამ დროისთვის გაყინულია.

 

 

 

melano

ტესტ