საჯარო საავადმყოფომ კიბოთი დაავადებულებს ქიმიოთერაპია შეუწყვიტა

ვოლოსში მდებარე საჯარო საავადმყოფომ კიბოთი დაავადებულთა ქიმიოთერაპიის კურსები შეწყვიტა და პაციენტები გაწერა, ვინაიდან თვიური ბიუჯეტი ამოეწურათ.

გასულ ორშაბათს, 5 პაციენტი უბრალოდ იძულებული გახდა მიეტოვებინა არა მხოლოდ ქიმიოთერაპიის კურსი, არამედ ონკოლოგიური განყოფილებაც, ეს მაშინ, როდესაც მათი დიაგნოზი აუცილებლად მოითხოვს კურსის სრულყოფილად ჩატარებას.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ 220,000 ევროა ყოველთვიურად, მათ კი უკვე 228,000 ევრო დახარჯეს.

17 მარტს გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ ონკოლოგიური პაციენტები საავადმყოფოში აღარ მიიღებიან.