საჯარო საავადმყოფოები დაზღვევის არმქონე პირებით გაივსო

ათენის საჯარო საავადმყოფოებს დაუზღვეველ პირთა მკურნალობა გასულ წელს 57,2 მილიონი ევრო დაუჯდა. მთლიანად საბერძნეთის მასშტაბით კი 204,000 ადამიანისთვის ლაბორატორიული ანალიზების აღებამ 23,5 მილიონი ევრო შეადგინა.

ათენის ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება:

”ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ  საავადმყოფოებში დაუზღვეველ პირთა რიცხვი იზრდება, საავადმყოფოებს კი არ აქვთ შესაბამისი ფინანსური სახსრები. წელს სახელმწიფოს კაპიტალი 1,1 მილიარდი ევროა, ასევე იყო 2016 წელს.”