fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო წელი გამოირჩევა მეტად აქტიური და ნაყოფიერი დღის წესრიგით. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში.

ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ კონტექსტში არსებულ დღის წესრიგზე.

ვახტანგ მახარობლიშვილმა წარმატება უსურვა დიმიტრიოს კარაბალისს მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, საბერძნეთისელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემგომ გაღრმავებას.

onalem

ტესტ