fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

საგანგებო მიმართვა ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს!

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ნოემბერთან დაკავშირებით, საბერძნეთის პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. რამდენიმე წუთში იწყება მსვლელობები, რომლებიც პრობლემებს შექმნის ცენტრალურ გზებზე.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ათენში მცხოვრებ ქართველებს განსაკუთრებით მოერიდონ პოლიტეხნიოს მიმდებარე ტერიტორიას, ასევე ზოგადად ექსარხიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია მინიმუმ 5, 000 პოლიციელი, რომელიც ვითარებას აკონტროლებს. ასევე გაშვებულია დრონები, რომლებიც სიტუაციის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცავებს, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები.

გზების გადაკტვას მოჰყვება მეტროსადგურების დაკეტვა. უკვე დაკეტილია სადგური “მეღარო მუსიკის”, საათნახევარში დაიკეტება სადგური “სინდაღმა” და “ვანგლისმოს”.

მეტროსადგურბი პოლიციის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, მოგვიანებით გაიხსნება.