fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა კორინთის არხში: ფერდობის შლის გამო არხი 15 დღით დაიკეტება

კორინთის არხში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, არხის ფერდობი იშლება და კლდის ფრაგმენტები და მიწა ზღვაში იყრება.

ამ ყველაფრის შედეგი კი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გემებისთვის არხში გავლა შეუძლებელია. ჯერჯერობით უცნობია, მიდიოდა თუ არა რომელიმე გემი კლდეების შლის დროს არხის გავლით.

აღნიშნული ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, 15 დღის მანძილზე დაკეტილი იქნება.

სანაპიროს დაცვამ შექმნილი მდგომარეობის შესახებ შეატყობინა ყველა იმ გემის ეკიპაჟს, რომელთაც დანიშნულების ადგილზე მისვლა, კორინთის არხის გავლის გარეშე არ შეუძლიათ.

იხილეთ ვითარება:

 

onalem

ტესტ