fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის 24 წლით უფროსი მეუღლე

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარკონი ლიდერია პირველ ტურში და მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მას მარინ ლე პენთან მოუწევს. 39 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიული შტრიხები საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის პრეზიდენტად გადაწყვიტა კენჭისყრა. 39 წლის მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში, იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.

“ბრიჯიტ მაკრონი – 39 წლის საფრანგეთის ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მარკონის უკან შესანიშნავი ქალი დგას, მისი მეუღლე, რომელიც 15 წლის ასაკში გაიცნო დრამატურგიულ კლუბში, სადაც მისი მოსწავლე იყო. დღეს ის შთააგონებს საკუთარ მეუღლეს, როგორ მივიდეს საპრეზიდენტო კაბინეტის გზაზე.” – ასე იწყებს სტატიას პრეზიდენტობის კანდიდატზე გამოცემა independent.

და იქვე მოჰყავს მაკრონის სიტყვები: ჩემი ცოლის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ.

მაკრონის მეუღლე სკოლის ყოფილი მასწვლებელი ბრიჯიტ ტრონიეა, რომელიც ფრანგულ ენას ასწავლიდა და მაკრონზე 24 წლით უფროსია. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.

მაკრონი დეპუტატიც არასდროს ყოფილა და საარჩევნო კამპანიებშიც კი არასდროს მიუღია მონაწილეობა, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ მიზანსწრაფული და მზარდია.

იგი შესანიშნავი სტუდენტი იყო, რომელმაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საინვესტიციო ბანკირის  კარიერა აირჩია. მალევე პრეზიდენტ ოლანდისგან ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველის თანამდებობაზე მიწვევა მიიღო, ხოლო 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის პორტფელი.

ცნობილი იგი ე.წ “მაკრონის კანონის” მიღების შემდეგ გახდა, რომელმაც საზოგაოებაში  არაერთგვაროვანი რეაქცია გამოოიწვია, ვინაიდან მისი წყალობით, ფრანგულ მაღაზიებს კვირაობით მუშაობის უფლება მიეცა, რამაც ქვეყნის ეკონომიკის ზოგიერთ განშტოებაზე ხელისუფლების კონტროლის მნიშვნელოვნად შესუსტება გამოიწვია.

იგი აგრეთვე აქტიურად იყო დაკავებული სტარტაპების განვითარებითა და მხარდაჭერით მაღალტექნოლოგიური განვითარების კუთხით და დიდი გავლენა იქონია საფრანგეთის საქალაქთაშორისო ავტობუსების ბაზრის გაჩენასა და განვითარებაზე.

ფრანგული ბიზნესსაზოგადოება მაკრონის ახალი ხედვებს პოზიტიურად შეეგება, თუმცა მისი ეკონომიკური პოლიტიკა სულაც არ ესიამოვნა ქვეყნის მმართველი მემრაცხენე სოციალისტური ფრთის წარმომადგენლებს.

2016 წლის აპრილში მან პარტია “En Marche!” შექმნა, რომელსაც თავად მაკრონმა ასეთი განსაზღვრება მისცა: “არც მემარცხენე, არც მემარჯვენე”, თუმცა მისი გაჩერება სოციალისტების ხელისუფლებაში შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ თანამდებობა დატოვა, ხოლო მალევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

მის კანდიდატურას ისეთმა ვეტერანმა ფრანგმა პოლიტიკოსებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან ცენტრისტული “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ფრანსუა ბაირუ და ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ემანუელ ვალსი.

onalem

ტესტ