fbpx
სტილი

საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ”MISS UNION” საბერძნეთს პონტიელი გოგონა წარადგენს

სილამაზის კონკურსი ”MISS UNION”,  დევიზით – ”სილამაზე გადაარჩენს სამყაროს”, ვენაში 29 აპრილს გაიმართება. წარდგენილნი იქნებიან გოგონები ამერიკიდან, აფრიკიდან, აზიიდან და ევროპის ქვეყნებიდან. საბერძნეთს კი უმშვენიერესი პონტიელი გოგონა, ჯულია გრანოვიდი წარადგენს.

პროქტის მთავარი იდეა გახლავთ, წარადგინოს სილამაზე, როგორც ინტელექტისა და სულიერი მშვენიერების ნაზავი, რა თქმა უნდა, გარეგნულ მონაცემებთან ერთად.

კონკურსი გააერთიანებს ყველა ქვეყნის წარმომადგენელს.

შერჩევის კრიტერიუმებია: სცენური კულტურა, კომუნიკაციის უნარი, იუმორი, ეთიკური ნორმების ცოდნა, გრაციოზულობა, ფიზიკური მონაცემები, ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი, მხატვრული მონაცემები და ა.შ.

კონკურსის ხელმძღვანელობაში ქართველი ქალბატონებიც არიან, ერთ-ერთი მათგანია ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაია ხუციშვილი.

გასულ წელს აღნიშნულ კონკურში, რომელიც ბაქოში გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელმა, მაია ამაშუკელმა გაიმარჯვა.

ბერძნები იმედოვნებენ, რომ ამჯერად გამარჯვებული საბერძნეთის წარმომადგენელი გახდება.

onalem

ტესტ