fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საელჩოს ინფორმაცია ქალბატონზე რომელმაც ათენში მოხუცების გადარჩენა სცადა

ქ. ათენში საქართველოს საელჩო

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ქ-ნი ნატო ჭანტურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ჩვენი თანამემამულე ქალბატონი ნატო ჭანტურიძე, რომელმაც ა.წ. 16 აპრილს, ხანშიშესული ბერძენი ცოლ-ქმრის ხანძრისგან გადარჩენისას, სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, „გენიმატას“ საავადმყოფოს ექიმების საგანგებო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მკაცრ მონიტორინგს უწევს ქალბატონი ნატოს მკურნალობის პროცესს.

ექიმების განცხადებით, ქალბატონი ნატო ჭანტურიძის მკურნალობა როგორც საწყის („ერითროს სტავროს“ საავადმყოფოში), ასევე შემდგომ ეტაპზე, მაღალკვალიფიციურად და გამართულად წარიმართა.

ამჟამად, ქალბატონი ნატო იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, უგონო, შოკურ მდგომარეობაში. ექიმის განმარტებით, ქალბატონი ნატო ჭანტურიძის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბარი, შესაძლებელი იქნება ტრავმის მიღებიდან მეხუთე დღეს, რაც დამახასიათებელია სხეულის მსგავსი დაზიანებებისათვის.  

საელჩო პერიოდულად მოგაწვდით ჩვენი სამაგალითო თანამემამულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ განახლებულ ინფორმაციას.