fbpx
საზოგადოება

სად მიდიან ბერძნები ზაფხულში დასასვენებლად?!

ბერძნებისთვის საუკეთესო დასასვენებელ ადგილებად კვლავ მიკონოსი და სანტორინი რჩება, თუმცა, ახლა მათი მოგზაურობის ხანგრძლივობა შეიცვალა. შემოსავლების კლების ფონზე ისინი დასასვენებლად მცირე ხნით მიდიან.

თანხის საშუალო რაოდენობა, რომელსაც ბერძნები არდადეგების ჟამს ერთ ღამეში ხარჯავენ, 137 ევროს უდრის, ეს კი 11%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს. ისინი კუნძულებზე მიდიან საშუალოდ 5,5 დღით, როგორც გასულ წელს.

აღნიშნული მონაცემები დაფუძნებულია კვლევაზე, რომელიც 2018 წლის ტენდენციების გამოსაკვეთად მიმდინარეობს.

ამრიგად, წელს ბერძნებისთვის პირველ ადგილას კუნძული სკიათოსი დგას, სადაც საცხოვრებლის საშუალო ფასი 120 ევროა ერთ ღამეში. სკიათოსზე დამსვენებლები საშუალოდ 4, 9 დღე რჩებიან. შემდეგი სასურველი დანიშნულების პუნქტი პარგაა, საცხოვრებლის საშუალო ფასი 135 ევროა, დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 5, 2 დღე. ხანია – სასტუმროს საშუალო ფასი 97 ევრო, დარჩენის ხანგრძლივობა 6,0 დღე. სკოპელოსი – საშუალო ფასი 81 ევრო, დარჩენის ხანგრძლივობა 5, 7 დღე. ნაქსოსი – სასტუმროს საშუალო ფასი 107 ევრო, დარჩენის ხანგრძლივობა 5, 9 დღე.

onalem

ტესტ