fbpx
კატეგორიის გარეშე

სად გაიცემა პოლიეთილენის პარკები უფასოდ?

იმ მიზნით, რომ პოლიეთილენის პარკების მოხმარება მოსახლეობამ მაქსიმალურად შეამციროს, ახალი დირექტივა მათზე გარკვეული საფასურის დაწესებას ითვალისწინებს.

საბერძნეთის გადამამუშავებელი კომპანიის (ΕΟΑΝ) ძირითად მიზანია პარკების მოხმარება 1 ადამიანზე დაახლოებით 250 ცალით შეამციროს. გამოდის, რომ თავიდან ერთი ადამიანისთვის წელიწადში განსაზღვრული იქნება 90 ცალი პოლიეთილენის პარკი, ხოლო შემდეგ 40 ცალი.

2008 წელს ევროპაში წარმოებულმა პოლიეთილენის პარკების რაოდენობამ 3,4 მილიონი ტონა შეადგინა. 2010 წელს ევროპელი მოქალაქე საშუალოდ 200 პარკს იყენებდა.

გუშინ, ხუთშაბათს, მინისტერიალის კრებაზე მიიღეს კანონი, რომ შემცირდეს პოლიეთილენის პარკების მოხმარების ტენდენცია, რათა მოსახლეობამ ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას.

2018 წლისთვის პოლიეთილენის პარკი 3 ცენტი ეღირება, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან 7 ცენტი.

თუმცა, ამავდროულად არის გამონაკლისებიც. მაგალითად:

50-70 სანტიმეტრი პარკები მაღაზიებიდან გაიცემა უფასოდ.

სუპერმარკეტის პარკები, რომლებიც იქნება მრავალჯერადი გამოყენებისთვის, გაიცემა უფასოდ.

onalem

ტესტ