fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სად არის ხანძრის გავრცელების მაღალი რისკი დღეს?

დღეს ხანძრის გავრცელების ძალიან მაღალი რისკი ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ხანძრის საფრთხის პრევენციის რუკის თანახმად, ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი რისკია (რისკის კატეგორია 4) გათვალისწინებული ხუთშაბათს შემდეგი მიმართულებებით:
-ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი (სამოსი, იკარია)
-სამხრეთ ეგეოსის რეგიონი (დოდეკანისა)

ცეცხლის მაღალი რისკი (კატეგორია 3) არსებობს ასევე ატიკაში, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, კიკლადებში, ევიასა და კრეტაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს (www.civilprotection.gr) მიერ ინფორმირებული არიან შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები, ასევე ზემოხსენებული ტერიტორიების მუნიციპალიტეტები, რომ ისინი მაღალი ხარისხის სამოქალაქო დაცვის მზადყოფნაში იყვნენ, რათა უშუალოდ ნებისმიერი ხანძრის შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.

ამასთანავე, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო რეკომენდაციას იძლევა, რომ მოქალაქეები იყვნენ ძალიან ფრთხილად და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომელთაც ფონზეც შეიძლება დაუდევრობით გააჩინონ ცეცხლი , მაგალითად, სიგარეტის ნამწვავი, ბალახებისა და ნარჩენების დაწვა, შედუღების მოწყობილობების, გარე გრილების გამოყენება და სხვა. ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობას ხანძრის დროს ცეცხლის დანთება ეკრძალება.

ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სახანძრო სამსახურს ნომერზე 199.

onalem

ტესტ