fbpx
სხვადასხვა

საცურაო კოსტიუმებით შენიღბული პოლიციელები თაღლითებზე ნადირობას იწყებენ

სახაზინო დარღვევებთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად საბერძნეთის ფინანსური პოლიცია ახალი სამოქმედო გეგმის მზადებაშია – ისინი აპირებენ გააგზავნონ პოლიციის თანამშრომლები ბარებში, კლუბებსა და სასტუმროებში, რათა შეამოწმონ, გასცემენ თუ არა ისინი ოფიციალურ ქვითრებს. მსგავსი გეგმა იმოქმედებს კუნძულებზეც და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიაში.

პოლიციელები გონივრულად მოიქცევიან და მაქსიმალურად ეცდებიან შეერწყან ტურისტულ გარემოს და საზოგადოებას. ამისათვის, მათ მოუწევთ ჩაიცვან შორტები, მაისური და გაოიყურებოდნენ როგორც დამსვენებლები, როდესაც, მაგალითად, ბარს სასმელის შესაკვეთად ესტუმრებიან. ისინი პარალელურად აწარმოებენ სალაროების მონიტორინგს. თუ დარღვევას დააფიქსირებენ, ჯარიმებიც არ დააყოვნებს.

როგორც აღვნიშნეთ, შემოწმება განხორციელდება მდიდრულ კურორტებზეც, იახტებზე და სასტუმროს კომპლექსებში, ვინაიდან პოლიციაში შედის უამრავი შეტყობინება მოახლე ქალბატონებზე, რომლებიც მუშაობენ უკანონოდ, დაზღვევის გარეშე და ძალიან მცირე ანაზღაურებით.

ოპერაციები ყოველ ღამით განხორციელდება და დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დიდ გასართობ ცენტრებში გაიგზავნება 15 კაცისგან შემდგარი პოლიციის ჯგუფი. მსგავსი სახის შემოწმებები სახელმწიფო ხაზინას ფულადი სახსრებით გააძლიერებს და ეკონომიკაში არსებულ შავ ხვრელებს ამოავსებს.

onalem

ტესტ