fbpx
საბერძნეთი

საჩუქარი საბერძნეთის შრომის სამინისტროსგან დაუსაქმებელ ახაგაზრდებს

საბერძნეთის შრომის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები 18-დან 24 წლამდე, რომლებიც დაუსაქმებლები არიან და არ სარგებლობენ ჩვეულებრივი უმუშევრობის შეღავათით, საშობაოდ ერთჯერადი დახმარების სახით 400 ევროს მიიღებენ.

ბონუსი განსაზღვრულია, როგორც “ახალგაზრდული სოლიდარობა” და მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებმა თვის ბოლომდე მიიღონ.

ახალგაზრდები 18-დან 24 წლამდე, დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ შრომით ორგანიზაცია OAED-ში და უმუშევრობის სტატუსი უნდა ჰქონდეთ შენარჩუნებული 2017 წლის 31 ოქტომრის ჩათვლით.

თითოეულმა ბენეფიციარმა უნდა განაახლოს თავისი მონაცემები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

საშობაო საჩუქრის მინიმალური რაოდენობა 360 ევროა. 360 ევროს მიიღებენ ახალგაზრდები, რომელთაც არასოდეს უმუშავიათ, ხოლო 400 ევროს მიიღებენ ისინი, ვინც მუშაობდა მოკლევადიანი კონტრაქტებით, ძირითადად კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში.

onalem

ტესტ