fbpx
საზოგადოება

საჩვარი Leroy Merlin-ის წინააღმდეგ: თანამშრომელი სკლეროზის გამო გაათავისუფლეს!

საჩივრის თანახმად, კომპანიამ, კანონის ფარგლებში, გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც Leroy Merlin-ში ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც მან ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გაფანტული სკლეროზი ჰქონდა.

საჩივარი: მათ გაათავისუფლეს, როგორც კი გაიგეს, რომ მას აქვს გაფანტული სკლეროზი! Leroy Merlin-ის თანამშრომელმა გამოვალინა უფროსობის დაუნდობელი სახე. აღნიშნული თანამშრომელი კომპაიაში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. არასდროს დამდგარა მისი გათავისუფლების საკითხი, სანამ დამსაქმებლებმა მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ არ გაიგეს. გათავისუფლება კი როგორც ამბობენ კანონიერად მოხდა.

“შემცირდა მისი პროდუქტიულობა” – განაცხადა ხელმძღვანელობამ. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თანამშრომელი ბიზნესისთვის გამოსადეგარი იყო. აშკარად, მისი პროდუტქიულობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ავადმყოფობის შესახებ განაცხადა.

ლავრიოს მუშათა ცენტრმა და ათენის, პირეოსისა და ლავროტიკის პროფკავშირებმა მაშინვე რეაგირება მოახდინეს. თავდაპირველად გააპროტესტეს კომპანიის მაღაზიაში, აეროპორტის კომერციულ პარკში, სადაც მათ თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. პარასკევს, მათ ახალი ინტერვენციით მიმართეს კომპანიას, ამჯერად Leroy Merlin-ის მაღაზიაში, პირეოსის ქუჩაზე.

აქციაში მონაწილეობდნენ ლავრიოს მუშათა ცენტრი და ათენის, პირეოსისა და ლავროტიკის პროფკავშირები. თანამშრომლები მოითხოვდნენ, რომ აეროპორტის კომერციული პარკის მაღაზიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი კვლავ მიიღონ სამსახურში. პროფკავშირები კი აცხადებდნენ, რომ დამსაქმებლები პროფკავშირების წარმომადგენლებთან შესახვედრად არ გამოდიან.

onalem

ტესტ