საბრძოლო თვითმფრინავები ათენის ცაზე

4 აპრილს, შუადღეს  უცნაურმა შემთხვევამ მოსახლეობა შეაშინა. ათენის ცაზე რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი გამოჩნდა.

ეს ყველაფერი საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნას უკავშირდებოდა – Ηνίοχος 2017 (Chariot 2017). წვრთნები 27 მარტს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება. მსგავსი სახის წვრთნები საბერძნეთში უკვე ბოლო სამი წელია მიმდინარეობს.

ექსპერტების აზრით, თვითმფრინავების წვრთის შედეგად გამოწვეული ხმაური ”საზოგადოებრივ ჯანმრთელობას” საფრთხეს უქმნის. მათ შემდეგი არგუმენტები მოჰყავთ:

1) ნებისმიერი სახის ხმაური საზიანოა ჯანმრთელობისთვის, თუ ის აღწევს 110 დეციბელს. მითუმეტეს, რომ ხმა იწვევს ავტომობილების სიგნალიზაციის ჩართვასაც კი. 20-30 დეციბელი ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, 90-110 დეციბელს კი უფრო ნეგატიური ეფექტი აქვს. რაც შეეხება 150 დეციბელს – მსგავსი სიძლიერის ხმაური უკვე აუტანელი ხდება.

თვითმფრინავების ხმის ინტენსივობა 140 დეციბელის ტოლია.

2) ინტენსიური ხმაურის ზემოქმედება იწვევს გარკვეულ დაავადებებს.

ეს არის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, რომლის დროსაც დაზიანებულია როგორც სმენა, ასევე გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა. ზედმეტი ხმაური იწვევს თავის ტკივილს, ძილიანობას, გაღიზიანებადობას.

3) ბევრად მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს საბრძოლო თვითმფრინავის ხმაურმა, როდესაც ის მიწიდან 20 მეტრზე ქვემოთ მიფრინავს. თუ ამ დროს ადამიანები მუსიკას ყურსასმენებით უსმენენ, შესაძლოა სრულიად დაკარგონ სმენა.