fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბოლოოდ, მამის მიერ გატაცებული 10 წლის ირინი კალითეაში იპოვეს

10 წლის ირინი კომოტინიდან 3 სექტემბერს გაუჩინარდა. გოგონას დედამ ფაქტის შესახებ პოლიციას და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა და ეს ამბავი მთელ საბერძნეთში სწრაფად გავრცელდა.

როგორც აღმოჩნდა, ირინი საკუთარმა მამამ გაიტაცა, ვინაიდან ის ფიქრობდა, რომ დედასთან უსაფრთხოდ არ იყო. პოლიციამ სამძებრო სამუშაოები გალაციში და კალითეაში ჩაატარა და საბოლოოდ, გასულ ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირინი კალითეაში იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბინა, სადაც მამა გოგონას მალავდა, მე-5 სართულზე, ათინას ქუჩაზე იყო.

ჩაიკეტა კორპუსისა და პარკირების ტერიტორია. როცა დარწმუნდნენ, რომ გოგონა სახლში იმყოფებოდა, პოლიციელმა ზარი დარეკა.

34 წლის მამაკაცმა სახლში მაქსიმალური სიწყნარის შენარჩუნება სცადა, თუმცა, ფეხის ხმამ დააღალატა, რომელიც შიგნიდან ისმოდა. ამ დროს პოლიციამ კარის ძალის გამოყენებით გაღება ბრძანა და ყველაფერი რამდენიმე წუთში დასრულდა.

გოგონას მამას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ირინი საწოლის ქვეშ იმალებოდა, მიუხედავად მისი დედის შიშისა, ის სრულიად ჯანმრთელია.

დანაშაულის ხელშეწყობისთვის პოლიციამ ბინის მეპატრონე მოგვიანებით დააკავა.

გოგონას დედა, რომელიც საკუთარ შვილს 1 თვე ელოდა, კალითეას პოლიციის დეპარტამენტში 16:30 საათზე მივიდა, რათა ირინი წაეყვანა.

onalem

ტესტ