fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მძღოლს, რომელიც სიგარეტს ფანჯრიდან გადააგდებს, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა

ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ხრისტოს სპირიტზისმა განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შემუშავდება ახალი კანონი, რომელიც  იქნება სრულიად სამართლიანი და სოციალური უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტი.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მეორე ჯერზე დააფიქსირებენ, რომ მანქანიდან სიგარეტის ნამწვი გადააგდო, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და იძულებული გახდება თავიდან გაიაროს გამოცდა მის ასაღებად.

მსგავსი კანონის მიღება იგეგმება ისეთ ფაქტებთან დაკავშირებითაც, როგორებიცაა ანტი-სოციალური ქცევა: უნარშეზღუდული ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილებში პარკირება და ა.შ.

onalem

ტესტ