საბერძნეთში ყალბი საბუთებით შემოსვლისთვის 23 პირი დააკავეს

საბუთების შემოწმების შედეგად, ხანიისა და ირაკლიონის აეროპორტში 17-დან 54 წლამდე 23 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. მათ ევროკავშირის ქვეყნის საზღვრის ყალბი საბუთებით გადმოკვეთა სცადეს.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი არიან ერიტრეის, ავღანეთის, სირიის, ირანის, ინდოეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, ლიბიის და პალეტინის მოქალაქეები.

ჯამში, 13 მამაკაცი და 3 ქალი ირაკლიონის აეროპორტში დააკავეს, ხოლო ხანიის აეროპორტში 3 მამაკაცი და 4 ქალი. დაკავებულებმა წარადგინეს ყალბი სამოგზაურო დოკუმენტები, სავარაუდოდ, გაცემული სხვადასხვა ქვეყნების მიერ: იტალია, ალბანეთი, ბელგია, პოლონეთი, ავსტრია, ინდოეთი და ა.შ.