fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში უფრო და უფრო მეტი წყვილი ქორწინების ნაცვლად თანაცხოვრებაზე თანხმდება

საბერძნეთში უფრო და უფრო მეტი წყვილი ურთიერთობისთვის სტატუსის მისაცემად ნოტარიუსს მიმართავს. მათ ურჩევნიათ თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ და საკუთარ თავზე პასუხი თავად აგონ, ვიდრე ტრადიციულად და ეკლესიურად დაქორწინდნენ.

”Καθημερινή”-ის ინფორმაციით, რეესტრში არსებული მონაცემები ამტკიცებს, რომ თანაცხოვრების ტენდენცია ბევრად მეტია, თუმცა, ტრადიციულ ქორწინებასაც თავისი პოზოცია უკავია – ყოველწლიურად 50, 000-ზე მეტი ცერემონია ფიქსირდება.

მხოლოდ 2017 წლის პირველ მეოთხედში თანაცხოვრების შესახებ შეთანხმებას 1,100-მა წყვილმა მოაწერა ხელი, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი წელს 10%-15%-ით გაიზრდება.

კერძოდ, ქალაქ ათენში აღნიშნულ შეთანხმებას ჯამში 450-მა, როგორც ჰეტეროსექსუალმა, ასევე ჰომოსექსუალმა წყვილმა მოაწერა ხელი. ეს ორჯერ მეტია, 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ELSTAT-ის მიხედვით, 2013 წელს თანაცხოვრების 482 შეთანხმება შედგა, 2014 წელს ამ რიცხვმა 1,568-ს მიაღწია, 2015 წელს 2,535-ს, ხოლო 2016 წელს 3,678-ს.

onalem

ტესტ