fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში უძრავი ქონების ფასები არ იზრდება

2015 წელს ექსპერტები ელოდნენ, რომ საბერძნეთში უძრავი ქონების ბაზარი 2017 წელს დასტაბილურდებოდა, ხოლო 2018 წელს უკვე ზრდას დაიწყებდა.

თუმცა, დღეს პროგნოზები სრულიად შეიცვალა. ფასების დაცემა ცოტა შენელებულია, თუმცა საერთო ჯამში ექსპერტთა ვარაუდი არ გამართლდა.

ბინები ათენის ყველაზე პრესტიჟულ უბნებშიც კი, რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში იყიდება. მაგალითად, მარუსში ბინების ფასი 60%, ხოლო ვრილისიასა და მელისიაში 38% საოცრად დაბალია. ძირითადად ყიდვა-გაიყიდვის ოპერაციები ფიქსირდება ბინებზე (40-70%), რომელთა ასაკი 20 წელია.

თანხა, რომელიც მყიდველებს აქვთ, 150,000 ევროს არ აღემატება და ისინი უმეტესად ისეთ სახლებს ირჩევენ, რომელთა ღირებულებაც 100,000 ევრომდეა.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ ათენში ბინების 20%, რომლებიც გასულ წელს გაიყიდა, მაქსიმუმ 50, 000 ევრო ღირდა, ხოლო მათი 74% – 150,000 ევრო.

როგორც აღმოჩნდა, მყიდველი უპირატესობას 70-დან 120 კვადრატული მეტრის ფართობს ანიჭებს

onalem

ტესტ