fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური თანხმობა განაცხადა ათენის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვებაზე. ამ მიზნით, საპილოტედ შეირჩა ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლა, სადაც მ/წლის აპრილი-მაისის თვეში პროგრამა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედება იგეგმება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით ცხადდება საბუთების მიღება ქართული ენის პროგრამისათვის პედაგოგების შერჩევის მიზნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლის მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებია:

I ეტაპი – დოკუმენტაციის გადარჩევა (მასწავლებელთა კვალიფიკაცია):

1. ქართულის, როგორც მეორე ენის და/ან ქართულის, როგორც მშობლიური ენის მოქმედი მასწავლებელი (უპირატესობა მიენიჭებათ საჯარო სკოლის პედაგოგებს);

2. საბერძნეთში პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

3. საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრები;

4. ბერძნული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;

5. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

II ეტაპი – გასაუბრება:

1. საგნობრივი სტანდარტის ცოდნა

2. ენის სწავლების მეთოდები (პირადი გამოცდილება)

3. შერეული კლასის მართვა (მენეჯმენტი)

მსურველებმა განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გადააგზავნონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამების დეპარტამენტში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mmelikidze@mes.gov.ge

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 სექტემბერი

onalem

ტესტ