fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პირველი კრემატორიუმი ქალაქ პატრასში აშენდება

საბერძნეთში პირველი კრემატორიუმის მშენებლობა ქალაქ პატრასში, 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ინფორმაცია ქალაქის მერმა, პავლოს სტამოსმა, მედიას დაუდასტურა.

”ჩვენ შევიმუშავეთ მშენებლობის ახალი გეგმა. კრემატორიუმი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ის უნდა შეესაბამებოდეს მის კონსტრუქციებს. კრემატორიუმი 2018 წელს ამუშავდება და მთლიანად მუნიციპალიტეტის მიერ იქნება კეთილმოწყობილი. ჩვენ ამისთვის რომელიმე კერძო ინვესტორს არ ვეძებთ,” ამბობს სტამოსი.

რაც შეეხება მოსახლეობის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ უთანხმოება უკვე მოგვარებულია, რადგან მათ საჯარო შეხვედრები გამართეს და მოსახლეობას საკითხი დეტალურად განუმარტეს.

კრემატორიუმი მუნიციპალიტეტის ინდუსტრიულ ზონაში, 10 ჰექტარზე აშენდება, მდინარე გლავკას დასავლეთით.

პროექტის სრული ღირებულება 2,2 მილიონი ევროა.

მერის მოადგილემ განაცხადა, რომ კრემატორიუმში არ იქნება ქიმიური ნივთიერებები და ქალაქში მავნე კვამლი არ წარმოიქმნება.

საბერძნეთში კრემატორიუმის მშენებლობის თემას მუდმივად ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რადგან ადამიანის სხეულის დაწვა მოსახლეობის რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი მშენებლობა მაინც ვერ ხორციელდებოდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში SIRIZA მოვიდა, მშენებლობის თემა ამოქმედდა.

სავარაუდოდ, მსგავსი პროექტი სხვა რეგიონებშიც დაიგეგმება.

onalem

ტესტ