fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში მომდევნო რამდენიმე საათის მანძილზე ითოვებს!

მეტეოროლოგ იანის კალიანოს ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო რამდენიმე საათის მანძილზე თოვლია მოსალოდნელი. 

კალიანოს პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმის ნაცვლად ითოვებს, ზღვის დონიდან როგორც ძალიან მაღალ, მთიან რეგიონებში, ასევე დაბლობებზეც. თოვლთან ერთად, მოსალოდნელია პერიოდული წვიმებიც, რასაც ღრუბლებში არსებული მცირე ყინულის მასები გამოიწვევს.

ხვალ, ხუთშაბათს, ათენსა და თესალონიკში ნავარაუდევია წვიმა და ტემპერატურის ვარდნა. ასევე, შტორმი იონიის კუნძულებზე, პელოპონისოში, კიკლადესის კუნძულებზე, კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე.

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკშია აღწერილი, თოვს თითქმის ყველა მთიან და ნახევრადმთიან რეგიონში, ასევე დაბლობებზეც. თოვლისა და წვიმის მიუხედავად, ტემპერატურა ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში ნელნელა მოიმატებს, რასაც თბილი ჰაერის მასები განაპირობებს. 

ქარი, რომელიც ძირითადად ზღვაზე იქროლებს, მაქსიმუმ 6-7 ბალი სიძლიერის იქნება, რაც არ გამოიწვევს არანაირ პრობლემას.

ამინდის გაუმჯობესება პარასკევს დაიწყება და შაბათ-კვირას მიუხედავად იმისა, რომ კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ხვალინდელ დღესთან შედარებით საგრძნობლად მოიმატებს.

onalem

ტესტ