fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება – რამდენი ევრო უნდა მიიღოთ დამსაქმებლისგან?!

საბერძნეთის მთავრობა ახალ კანონს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა გაიზარდოს.

კერძოდ, მინიმალური ხელფასი, რომელიც ამ დროისთვის 586 ევროს შეადგენს, 2019 წლის თებერვალში გაიზრდება.

რაც შეეხება 25 წლამდე ახალგაზრდების ხელფასს, რომელიც მინიმუმ 510 ევროს შეადგენს, ეს მაჩვენებელიც გაუქმდება. 

მოსალოდნელია, რომ თვეში აღნიშნული რიცხვები 20-დან 40 ევრომდე უნდა გაიზარდოს. 

ექსპერტების ინფორმაციით, რამდენიმე დღეში შრომის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე ხელფასის გაზრდის ინიციატივა განიხილება.

ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრი, ეფი ახციოღლუ, აღნიშნული საკითხის მინისტრთა საბჭოსთან განხილვის შემდეგ, იანვარში მიიღებს.

ამრიგად, 2019 წლის იანვარში გავრცელდება საბოლოო ინფორმაცია, თუ რამდენი იქნება ფიქსირებული, მინიმალური ხელფასი საბერძნეთში, რომლის მოთხოვნის უფლებაც დასაქმებულს კანონიერად ექნება.

onalem

ტესტ