fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მიგრანტთა ბუნტის შედეგად 8 სამართალდამცველი დაშავდა

კუნძულ ლესვოსზე მდებარე ცენტრში “მორია” მიგრანტების ბუნტის შედეგად, რვა პოლიციელი დაშავდა, -ამის შესახებ ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნტი 150-მა მიგრანტმა გამოიწვია. მათ ბანაკში ხანგრძლივი დროით ყოფნა გააპროტესტეს.
როდესაც სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მიგრანტებმა ნაგვის ურნები დაწვეს.
მიგრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, რვა სამართალდამცველი დაშავდა. მიგრანტების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

ეს ცენტრში დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის.
რამდენიმე დღის წინ, სამი მიგრანტი თვითმკვლელობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მათ ბანაკიდან არ გათავისუფლებდნენ.
ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ ბანაკის ღობეზე გადაძვრობას შეეცადა.

onalem

ტესტ