fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კრემატორიუმის მშენებლობა ბოლო სტადიაზეა

საბერძნეთში მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით დებატები ბოლო წლებში გაჩნდა.

საბერძნეთი ამ დრომდე რჩებოდა ევროპის მასშტაბით ქვეყანად (ალბანეთთან ერთად), სადაც კრემატორიუმი არ არსებობდა. ამიტომ, მათ, ვისაც საკუთარი ნათესავისა და ოჯახის წევრის ამ გზით დაკრძალვა სურდათ, სხვა ქვეყნებს მიმართავდნენ. საბერძნეთიდან ყველზე ხშირად ამ პროცესისთვის ბულგარეთს (სოფია) ირჩევენ, რადგან აქ ფასიც ხელმისაწვდომია.

ათენის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, საბჭომ კრემატორიუმის მშენებლობის გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მიიღო და აღნიშნული პროცესი უკვე ბოლო სტადიაზეა. შენობა ელეონას ტერიტორიაზე იქნება. მშენებლობა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს.

”ეს მოთხოვნაა, ჩვენ ვართ ერთადერთი ევროპული ქვეყანა (ალბანეთთან ერთად), რომელსაც არ აქვს კრემატორიუმი და ჩვენი მოქალაქეები საკუთარი ოჯახის წევრის დასაკრძალად სხვა ქვეყანაში მიდიან. ამით ისინი იტანჯებიან და პარალელურად ხარჯავენ ზედმეტ თანხას,” აცხადებს მერის მოადგილე.

onalem

ტესტ