fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში გრანდიოზული კაზინოს მშენებლობა დაიგეგმა

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ ქვეყანაში ახალი კაზინო გაიხსნება.

ახალი გეგმის ძირითადი მიზანი, სამინისტროს განცხადებით, საგადასახადო ტვირთის შემცირებაა.

მიკონოსი,  კრეტა და სანტორინი შესაძლოა კაზინოების მასპინძელი კუნძულები გახდნენ. შესაბამის სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სათამაშო ბიზნესი ნამდვილად მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის. გასულ თვეს, ფინანსთა სამინისტრომ საკონსულტაციო ცენტრ Grant Thornton-ს სთხოვა, რომ მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად თამაშო ინდუსტრიაში და ასევე იმ კაზინოების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ 9 ლიცენზია.

საბერძნეთის მთავრობას კიდევ უამრავი იდეა აქვს ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად. მაგალითად, ივნისში გამოცხადდა ”ქვითრების ლატარია”, იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ქვითრების გაუცემლობა და წაეხალისებინათ გადამხდელები, უფრო მეტად მოეთხოვათ ისინი. მათ პროექტში 13.4 მილიონი დოლარი ჩადეს, რათა ყოველდღე 50 მომხმარებელი დაეჯილდოვებინათ.

onalem

ტესტ