fbpx
სხვადასხვა

საბერძნეთში გაზაფხული უკვე მოვიდა?

2017 წელს კლიმატური ანომალიები ისევ და ისევ გვაოცებს. საბერძნეთში თოვლი არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ცხელი ამინდი უჩვეულო სიგრილემ შეცვალა.

რამდენიმე დღეა მეტეოროლოგები ათენში წვიმასა და დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

ციკლონი, რომელის საბერძნეთის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილისკენ მოდის, თან მოიტანს ძლიერ წვიმასა და ჭექა-ქუხილს. ასევე სიცივეს, რომელიც დიდხანს არ გასტანს, კვირა დღის შემდეგ, ქარი მიმართულებას შეიცვლის და ამინდები გაუმჯობესდება.

24 აპრილიდან კი ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება, შემდეგ ნელ-ნელა კიდევ აიწევს და 29 აპრილისთვის უკვე 26 გრადუსია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ