fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში გასულ პარასკევს დაწყებული საპროტესტო აქციები განახლდა, რაც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს მოჰყვა.

კერძოდ, ათენში გაფიცვის გამო არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში გადაიდო ათობით ავიარეისი, ან გაუქმდა გაფიცული ავიადისპეჩერების გამო.

გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, ექიმები და მასწავლებლები, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები სამუშაოზე არ გავიდნენ.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს საბერძნეთის პარლამენტში საბიუჯეტო ეკონომიკის ზომების შესახებ კანონპროექტს უნდა უყარონ კენჭი.